Saturday, July 5, 2014

მე-9 დღე:განვიხილეთ მე-8 მოდული.წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე.ინტელის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,რაც ხელს შეუწყობს გაკვეთილის შინაარსის უკეთ გაგებას და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.





მე-8 დღე:
განვიხილეთ მოდული 7 ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებწე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე,პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.



მე-7 დღე:განვიხილეთ მოდული 6 ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე ერთმანეთს გაუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები,რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ შეფასების სტრატეგიები.


მე-6 დღე:
 განვიხილეთ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის მარტივად გამოყენება . შევქმენით სასწავლო ნიმუშები  და შევაფასეთ პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვები.


მე-5 დღე:
  შევეცადეთ სასწავლო პროექტში მოგვეხდინა 21- საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება, გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს, მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები.

მე-4 დღე:
 განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მეთოდები. განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შევქმენით შეფასების რუბრიკები.

მე-3 დღე:
   განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში


1-ლი დღე:
  გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებს, ამოცანებს, მიმართულებებსა და მოდულებს,
   მე-2 დღე  როგორ უნდა  შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, დავგეგმოთ ძირითადი აქტივობები, რათა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა