მე-9 დღე:განვიხილეთ მე-8
მოდული.წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოები და განვათავსეთ
ბლოგზე.ინტელის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,რაც ხელს
შეუწყობს გაკვეთილის შინაარსის უკეთ გაგებას და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
მე-8 დღე:
განვიხილეთ მოდული 7
ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებწე
დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების
გამოყენებაზე,პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
მე-7 დღე:განვიხილეთ მოდული 6
ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე ერთმანეთს გაუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და
შეფასების რუბრიკები,რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ შეფასების სტრატეგიები.
მე-6 დღე:
განვიხილეთ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის მარტივად გამოყენება
. შევქმენით სასწავლო ნიმუშები და შევაფასეთ პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვები.
მე-5 დღე:
შევეცადეთ სასწავლო პროექტში მოგვეხდინა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება, გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს, მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები.
მე-4 დღე:
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მეთოდები. განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შევქმენით შეფასების რუბრიკები.
მე-3 დღე:
განვიხილეთ პროექტის მახასიათებლები და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში
1-ლი დღე:
გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებს, ამოცანებს, მიმართულებებსა და მოდულებს,
მე-2
დღე როგორ უნდა
შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, დავგეგმოთ ძირითადი აქტივობები, რათა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.